ან

ჩვენ შესახებ

ჩვენი სერვისი მოიცავს როგორც გადაუდებელი ტიპის დახმარებებსა და მცირე სამუშაოებს, ისე გრძელვადიან და გეგმიურ სამუშაოებს, მაგრამ ჩვენს ძირითად მიმართულებას მაინც გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი გამოძახების სერვისი წარმოადგენს – ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ თუ მილი გასკდა ან საკეტი არ მუშაობს, ვორმქენი მას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ოპერატიულად დაეხმარება.

         

ვორქმენი სრულიად ახალ და განსხვავებულ სტანდარტებს ნერგავს თავის სფეროში, რაც გამორიცხავს ხარისხზე კომპრომისს და ორიენტირებულია თითოეული მომხმარებლის უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას: კანალიზაციის შეკეთებას, მცირე სარემონტო სამუშაოებს, კონდენცირება/გათბობის მონტაჟს, საკეტების დაყენებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მონტაჟსა და შეკეთებას.

გარდა ფიზიკური პირებისა, ვორქმენი კორპორატიულ კლიენტებსაც ემსახურება. ამისათვის ჩვენ სპეციალურად მომზადებული და შესაბამისი ხელსაწყოებით აღჭურვილი გუნდი გვყავს, რომელიც  ნებისმიერი ტიპისა და სირთულის სამუშაოს ასრულებს – იქნება ეს გათბობა-კონდიცირების სისტემის, სამზარეულო დანადგარების მონტაჟი და შეკეთება თუ სხვ.

WORKMAN-ი ციფრებში

დაარსების დღიდან მოყოლებული თავდაუზოგავი შრომის შედეგად, WORKMAN-ის გუნდის წევრებმა შეძლეს უამრავი სამუშაოს წარმატებით შესრულება, ბევრი კმაყოფილი კლიენტის შეძენა და პარტნიორობა უამრავ წამყვან კომპანიასთან…

0 +
შესრულებული სამუშაო
0 +
კმაყოფილი კლიენტი
0 +
ოფიციალური პარტნიორი